შ.პ.ს. რამაზ შენგელიას სახელობის
სტადიონი 246 ათასი ლარით დაფინანსდება. ქალაქის 2018 წლის ბიუჯეტში წერია, რომ ეს თანხა სტადიონის მოვლა-პატრონობას, კომუნალური ხარჯების დაფარვას უნდა მოხმარდეს.
თანხა ასევე განკუთვნილია საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩების, უეფას ტურნირისა და სხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებების გამართვისას შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად.