ქუთაისის ქალთა საფეხბურთო გუნდი
“მართვე” 105 ათასი ლარით დაფინანსდება. თანხა ქალაქის ბიუჯეტიდან გამოიყო.
ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში არსებული საფეხბურთო სკოლის ქალთა გუნდი “მართვე” მონაწილეობას ღებულობდა ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატში. 2016 წელს გუნდმა საქართველოს ჩემპიონატი მოიგო. გასულ წელს გუნდი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთო.