2018 წლიდან ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო,
საფეხბურთო კლუბი “სამტრედია” 13 ფეხბურთელი გამოაკლდა. გიორგი დათუნაიშვილი, ნიკოლოზ საბანაძე, დავით ჯიქია, დავით მთივლიშვილი, ნიკოოზ სანდოხაძე, ჯემალ გოგიაშვილი, გიული მანჯგალაძე, დავით რაჟამაშვილი, გურამ სამუშია, თეიმურაზ მარკოზაშვილი, ლაშა კასრაძე, გიორგი მჭედლიშვილი და ბაკარ ბალდე “სამტრედიაში” აღარ ითამაშენებ.
კლუბის ადმინისტრაცია ოფიციალურ გვერდზე თითოეულ მათგანს დიდ მადლობას უხდის კლუბის წარმატებაში შეტანილი წვლილისთვის. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალ სეზონში გულშემატკივარი კვლავ იხილავს: ომარ მიგინეიშვილს, რომელიც კაპიტნის სამკლავურს მოირგებს, ოლაიტან მაიკლს, ანტე გის, ანრი ნდონგს, გიორგი ახალაძეს, ვალერ ოლხოვს, ილია სტურუასა და ოთარ სტურუას.
რაც შეეხება ახალწვეულებს, კლუბის ღირსებას გიორგი ერისთავი, შოთა კერძევაძე, რომანი ჩაჩუა, გიორგი განუგრავა, საბა აღდგომელაშვილი, ვაკო ბაჩიაშვილი და დავით კირკიტაძე დაიცავენ.
კლუბს შეუერთდება 4 ლეგიონერი და სხვა ქართველი ფეხბურთელები, რომელთა ვინაობაც მალე გახდება ცნობილი.