თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დღეს სუპერლიგის
ერთი საფეხურით დაბლა მდგომი – “ა” ლიგის გათამაშება დაიწყო. საკალათბურთო ჩემპიონატი “არენისა” და “წყალტუბოს” მატჩით გაიხსნა.
“წყალტუბომ” “არენა” 13 ქულის სხვაობით დაამარცხა და 77:64 გაიმარჯვა.
“არენაში” 18 ქულით ბომბარდირი ვატო ბააკაშვილი გახდა, არმანი ფლანინგანის ანგარიშზე კი ორმაგი დუბლია – 12 ქულა და 16 მოხსნა დააგროვა.
გამარჯვებული გუნდის, “წყალტუბოს” მოთამაშეების შედეგები კი ასეთია :
გიორგი კუჭავა (16 ქულა), გუჯა ბირკაია (13), დავით წივწივაძე (11), ჩარლზ ბრონსონის ანგარიშზე 17 ქულა და 10 მოხსნაა, თომას ფინმა 11 ქულა დააგროვა, ნიკ სინგლტონმა თავი 9 ქულასა და 7 პასს მოუყარა.
ტურნირში გასული სეზონის მსგავსად 6 გუნდი მონაწილეობს, რომელთაგან 2 – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (კსუ) გუნდი და “თბილისი” დებიუტანტია, ხოლო “არენა 76”, “ტიტები”, “წყალტუბო” და “თსუ-ჰიუნდაი” “ა” ლიგაში გასულ წელსაც მონაწილეობდნენ.