სანაკრებო სეზონი ქუთაისში იწყება.
რაგბის ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველო და ბელგია ერთმანეთს “აია” არენაზე დაუპირისპირდება.
“ბორჯღალოსნები” მეტოქეს 10 თებერვალს, 15:00 საათზე შეხვდებიან.
ნაკრების არსებობის 28-წლიან ისტორიაში “ბორჯღალოსნები” ქუთაისში მესამედ ითამაშებენ.