საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ
საუკეთესო ფეხბურთელები და მწვრთნელები გამოავლინა. ყოველწლიური დაჯილდოება – GFF AWARDS 2017 გაიმართა.
დაჯილდოვებაზე ქუთაისის “ტორპედოდან” სამ სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ.
ეროვნული ლიგის საუკეთესო მეკარე გახდა – როინ კვასხვაძე, ეროვნული ლიგის საუკეთესო გოლის ავტორად გრიგოლ დოლიძე დასახელდა, ეროვნული ლიგის საუკეთესო მწვრთნელის ტიტული კი კახა ჩხეტიანს ერგო წილად.