წყალტუბოს მუნიციპალიტეტის
მერი გრიგოლ იოსელიანი და თანაშემწე ალექსანდრე დადუნაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების ინსპექტირების განყოფილების უფროსს მამუკა კვარაცხელიას შეხვდნენ და ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციის პროექტი განიხილეს.
წყალტუბოს მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მომავალ წელს ფეხბურთის ფედერაცია წყალტუბოს ცენტრალურ სტადიონზე უმაღლესი ხარისხის ბუნებრივი საფარის მოწყობასგეგმავს. პროექტი ითვალისწინებს სადრენაჟე სისტემის მონტაჟს.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა 500 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნების მოწყობის, სტადიონის შემორაგვის,VIP სტუმრებისა და მედიისათვის განკუთვნილი სივრცის მოწყობის თანხა.
“წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის გრიგოლ იოსელიანის განცხადებით, რეაბილიტაციის შემდეგ წყალტუბოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცენტრალური სტადიონი გვექნება, ასრულდება ბევრი წყალტუბოელის ოცნება და საფეხბურთო კლუბი ,,სამგურალი” წყალტუბოს დაუბრუნდება, სტადიონი ადაპტირდება როგორც ,,სამგურალის” ამჟამინდელი ლიგის, ასევე უმაღლესი ლიგის მატჩებზე”, – აღნიშნულია წყალტუბოს მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რა თანხას გამოყოფს ფეხბურთის ფედერაცია სტადიონის მოსაწყობად და რა თანხას დახარჯავს ადგლობრივი თვითმმართველობა, ამის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.