სარაგბო კლუბ ,,წყალტუბო”-ს
მორაგბეები ვალენსიის კლუბ ,,Tavernesi”-ს ღირსებას დაიცავენ. ინფორმაციას ამის შესახებ კლუბის facebook გვერდი ავრცელებს.
გიორგი ლომინაძე და ზვიადი გუდაძე თამაშს ესპანეთში გააგრძელებენ.
“ჩვენი ბიჭები ვალენსიის კლუბ ,,#Tavernesi”-ს ღირსებას დაიცავენ. კლუბის სახელით ვულოცავთ ბიჭებს და წარმატებულ კარიერას ვუსურვებთ.”- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
უფრო ვრცლად სპორტსმენების ესპანეთში გადასვლისა და სარაგბო კლუბ “წყალტუბოს” შესახებ ვრცელ ინფორმაციას რადიო “ძველი ქალაქი” მოგვიანებით მოგაწვდით.