13 ნოემბერს ქ. ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბელარუსის წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი ჩაატარა.
მატჩი სანაკრებო პაუზაზე რიგით მეორე იყო საქართველოს ნაკრებისთვის, წინა შეხვედრა 10 ნოემბერს ქ. გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ითამაშეს კვიპროსის წინააღმდეგ და მინიმალური ანგარიშით 1-0 გაიმარჯვეს, შეხვედრაში გოლი გიორგი ქვილითაიამ გაიტანა.
დღევანდელი შეხვედრა 18:00 წუთზე დაიწყო და საკმაოდ დაძაბული გამოდგა. პირველი გოლი 24 წუთზე სტუმრებმა საჯარიმოს გარედან ზუსტი და გამოზომილი დარტყმით გაიტანეს. ეს გოლი გამოცდილი იგორ სტასევიჩის ანგარიშზეა. ხოლო 35 წუთზე, ეროვნული ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირმა ირაკლი სიხარულიძემ (#14), რომელიც თბილისის ლოკომოტივში თამაშობს, საკუთარი სანაკრებო დებიუტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გოლი შეაგდო. საბოლოოდ 1 ტაიმში ანგარიში 1-1 დაფიქსირდა.
მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო და შედეგმაც არ დააყოვნა. მატჩის 50 წუთზე, კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს მეორე ტაიმის დასაწყისში შემოსულმა, 22 წლის ლაშა დვალმა თავით მიმართულება შეუცვალა და ბურთი მეტოქის კარის ბადეში აღმოჩნდა.
მეორე გოლის შემდეგ თამაში მშვიდ ვითარებაში, ორმაგი შეტევებით გაგრძელდა. საკმაოდ კარგი მომენტი ჰქონდა ნაკრების კაპიტან ჯაბა კანკავას, მაგრამ მისმა დარტყმულმა მიზანს ვერ მიაღწია. მატჩის 66 წუთზე ბელარუსების მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებას მეტოქე გუნდის ფორვარდის დამაგვირგვინებელი თავური მოჰყვა, რამაც კვალავაც აღადგინა პარიტეტი და ანგარიში 2-2 გახადა. ამის შემდეგ გიორგი ქვილითაიას ჰქონდა საჯარიმოში კარგი შანსი, თუმცა, საბოლოოდ ანგარიში 2-2 დასრულდა. უნდა აღინიშნოს, რომ თამაში საკმაოდ უხეში იყო და მატჩის სომეხ არბიტრს ბევრჯერ მოუწია ყვითელი ბარათის ჩვენება.
საბოლოოდ შეიძლება ითქვას, ქუთაისურმა ვოიაჟმა ნაკრებისათვის გაამართლა და ვლადიმერ ვაისის გუნდმა საკმაოდ კარგი თამაში აჩვენა. მწვრთნელმა გამოსცადა ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე და მისცა შანსი ეთამაშათ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.