საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა
ბელორუსიასთან მატჩი ფრედ დაასრულა შეხვედრა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა. შეხხვედრა 2:2 დასრულდა. საქართველოს ნაკრებიდან სტუმართა კარში გოლები სიხარულიძემ და დვალმა გაიტანეს.
სიხარულიძემ სტუმრების მხრიდან, სტასევიჩის გატანილი გოლის საპასუხოდ გაათანაბრა ანგარიში, ხოლო დვალმა 2:1 დააწინაურა საქართველოს ნაკრები, თუმცა ბელორუსიის ნაკრებმა ანგარიშის გათანაბრება მაინც შეძლო. ნეხაიჩიკმა ანგარიში 2:2-მდე გაათანაბრა.