მსოფლიოში სამბოს განვითარებაში შეტანილი
წვლილისთვის ბესო მიქელთაძე დააჯილდოვეს. იგი ამავდროულად სამბოში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ამის შესახებ დღეს მიქელთაძემ რადიო “ძველი ქალაქის” პირდაპირ ეთერში, გადაცემაში “მთელი დღე” ისაუბრა.
სპორტსმენისათვის ეს შეჯიბრება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან ის სიმსივნის დამარცხების შემდეგ, ექიმების უარის მიუხედავად, ტატამზე პირველად ავიდა.
“როცა გავიგე სიმსივნე მქონდა, ეს რათქმაუნდა მძიმე იყო. მაგრამ არ დავნებდი. სულ 8 ოპერაცია მაქვს გაკეთებული. ბოლო ოპერაცია ივლისის ბოლოს გავიკეთე. დავიკელი 20 კილოგრამი, დავიწყე თავიდან მომზადება და გადავწყვიტე მსოფლიო პირველობაზე მეჭიდავა. ეს იმის გამო კი არ გავაკეთე, რომ კიდევ ერთი მედალი ამეღო, იმისათვის, რომ მეთქვა სხვებისთვის – სიმსივნე განაჩენი არ არის.ყველას, ვისაც აქვს კიბო, უნდა იბრძოლოს. დიახ, მე ეს მათთთვის გავეკეთე და ვიჭიდავე”, – ამბობს ბესო მიქელთაძე.
ბესო-შერმადინ მიქელთაძე სამბოში მსოფლიოს 6 გზის ჩემპიონია.