საჩხერეში, ახალი ძალოსნობის დარბაზი შენდება.
მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, იმერეთის გუბერნატორ გივი ჭიჭინაძესა და მოადგილესთან იოსებ ხახალეიშვილთან ერთად გაეცნო.
სპორტსმენებს, დარბაზის არარსებობის გამო, ვარჯიში სხვადასხვა შენობაში უწევდათ.
ამ დროისთვის კი, დარბაზის მოპირკეთებითი სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 700 000 ლარამდეა გამოყოფილი.
საჩხერის ძალოსნობის სექციაში 52 სპორტსმენი ვარჯიშობს.