ქუთაისში მარტივი ტიპის სპორტული
მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოების შესასრულებლად 50 ათასი ლარი გამოიყო. ტენდერი SPA170009159 ქუთაისის მერიამ 4 ივლისს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 20 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება.
მოედნები მოეწყობა:
1. ჩხობაძის ქუჩა N43-ის წინ
2. 2. თაბუკაშვილის ქუჩა N2 (მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკი)
“მიმწოდებელი” ვალდებულია უზრუნველყოს ქალაქ ქუთაისში, მარტივი ტიპის სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები (2 ობიექტი), ხელშეკრულების დადებიდან 2017 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით.
“მიმწოდებელი” ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში.