დამწყებ და პროფესიონალ მთასვლელთათვის
ალპინიადა გაიმართება. სპორტული ღონისძიებების ორგანიზებისათვის ქუთაისის მერია ტენდერს SPA170009507აცხადებს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, “მიმწოდებელმა” უნდა უზრუნველყოს ფასების ცხრილით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, 2017 წლის სპორტის ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული – ,,ალპინიადა დამწყებ და პროფესიონალ მთასვლელთათვის” – ექსპედიციის ორგანიზება 2017 წლის 1 აგვისტოდან – 12 აგვისტოს ჩათვლით.
,,მიმწოდებელმა” უნდა უზრუნველყოს მონაწილეები საველე პირობებში ღამისთევისთვის (6 კარავი – 3 კაციანი, საძილე ტომრები 17 ცალი) საჭირო სალაშქრო აქსესუარებით, საკვების მოსამზადებელი სალაშქრო ჭურჭლით, კვების პროდუქტებით, მთასვლელთა თოკით, სამედიცინო მედიკამენტებითა და ლენტეხი (სოფელი მელე) – სოფელი ზესხო – ლენტეხი (სოფელი მელე) ტრანსპორტით მომსახურებით, ხოლო ქუთაისი – ლენტეხი (სოფელი მელე) – ქუთაისის მარშუტზე ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს შემსყიდველი (ექსპედიციის მარშრუტი: ქუთაისი-ლენტეხი (სოფელი მელე) – სოფელი ზესხო – ლენტეხი (სოფელი მელე) – ქუთაისი)
სპორტული ღონისძიების ორგანიზებისათვის 5 ათასი ლარია გამოყოფილი. სატენდერო წინადადებების მიღება 14 ივლისს იწყება და 18 ივლისს მთავრდება.