საქართველოს რაგბის კავშირი ქუთაისში
გამართულ მსოფლიო ჩემპიონატს მაღალ შეფასებას აძლევს. სამადლობელი წერილი ქუთაისის მერიამ გაასაჯაროვა. “საქართველოს რაგბის კავშირის სახელით, მადლობას მოგახსენებთ ამა წლის მაის-ივნისში მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ტურნირის მასპინძლობისას გაწეული დახმარებისათვის. ტურნირმა მაღალი შეფასება მიიღო მსოფლიო რაგბის მხრიდან, რაშიც ქ.ქუთაისის მერიას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. თქვენი პერსონალის ოპერატიულმა მუშაობამ, თქვენს მიერ ტურნირის განხორციელებისთვის გამოყოფილმა რესურსებმა და აღჭურვილობამ 20 წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობის მიმართ ქუთაისის გულთბილმა განწყობამ მნიშვნელოვნად შეამსუბუქა საორგანიზაციო პასუხისმგებლობის ტვირთი, რომელიც საქართველოს რაგბის კავშირს ჰქონდა აღებული თავის თავზე.იმედი მაქვს, რომ მომავალში საქართველოს რაგბის კავშირთან თქვენტან ერთად არაერთ წარმატებულ პროექტს განახორციელებს”,- წერია მერიისათვის გაგზავნილ წერილში.
შეგახსენებთ, ქუთაისში რაგბის 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი 31 მაისს დაიწყო და 8 ივნისს სასრულდა. ფინალები 13 და 18 ივნისს “მიხეილ მესხისა” და ავჭალის სტადიონებზე ჩატარდა.
ქუთაისში “აია რენას” სტადიონზე რაგბში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს დროშის აღმართვის წესი დაირღვა. საქართველოს დროშა სხვა ქვეყნების სახელმწიფოს დროშებთან ერთად არათანაბარი ზომით აღმართეს. მოგვიანებით რაგბის კავშირში განმარტეს, რომ ეს გაუთვალისწინებლად,წინასწარი განზრახვის გარეშე მოხდა.
ჩემპიონატის მსვლელობისას მოუწესრიგებელ საგზაო იფრასტრუქტურას აპროტსებდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.