ქუთაისი რაგბის მსოფლიო
ჩემპიონატისთვის ემზადება. ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს მოედნამდე მისასვლელი გზის მოწყობა. “კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე სამუშაოები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ მოადგილესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა. გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც 636 000 ლარით განისაზღვრა, კომპანია “ვორდ გლობალ ალიანსმა” გაიმარჯვა. სამუშაოების მიხედვით, კომპანიამ 10 500 კვ-მ ასფალტო-ბეტონი უნდა დააგოს. ასევე მოეწყობა მწვანე ზოლი და საფეხმავლო ბილიკები და ბორდიურები. ტენდერის მიხედვით, ასევე გაკეთდება 5000 მ ბორდიური და 2 000 კვ.მ გამწვანების ზოლი. კომპანიამ “ვორდ გლობალ ალიანსმა” აღნიშნული სამუშაოები 45 დღის ვადაში უნდა დაასრულოს”,- აღნიშნულია მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.