ქუთაისში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სპორტსმენთათვის
სპორტული ღონისძიებები მოეწყობა. სპორტსმენები ერთმანეთს მკლავჭიდსა და მაგიდის ჩოგბურთში შეეჯიბრებიან. სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად ქუთაისის მერია ტენდერს აცხადებს. ღონისძიება 14 ივნისს უნდა გაიმართოს.
“მიმწოდებელმა” უნდა უზრუნველყოს ფასების ცხრილით გაწერილი მოთხოვნების შესაბამისად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სპორტსმენთა შორის მკლავჭიდსა და მაგიდის ჩოგბურთის საქალაქო ღონისძიებების ორგანიზება 2016 წლის 14 ივნისს ქუთაისის №12 საჯარო სკოლის სპორტ დარბაზში (,,მიმწოდებელმა” შეჯიბრების ადგილას უნდა მიიტანოს შ.შ.მ. პირთათვის განკუთვნილი სპეციალური ადაპტირებული მკლავჭიდის მაგიდა)
შეჯიბრებების ორგანიზებისათვის 2 ათასი ლარია გამოყოფილი.
სატენდერო წინადადებების მიღება 22 მაისს დაიწყო და 30 მაისს დასრულდება.