ტურნირზე იმერეთიდან 19-მა მოჭადრაკემ საპრიზო ადგილი აიღო.
მონაწილე პრიზიორებიდან ცხრა ქუთაისელია. ჩემპიონატის გამარჯვებულები იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა ზაზა ლომინაძემ, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ უმასპინძლეს.
საქართველოს ჩემპიონი ოთხი ქუთაისელი გახდა. ჩემპიონებმა ავტომატურად მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების საგზურები მოიპოვეს.
ერთ-ერთი გამარჯვებული ქუთაისის მერიამ დააფინანსა, რისთვისაც სპორტსმენის მწვრთნელმა და მშობლებმა ქუთაისის მერს შოთა მურღულიას მადლობა გადაუხადეს.