ქუთაისში მარტივი ტიპის სპორტული მოედნების
მოსაწყობად მორიგი ტენდერი გამოცხადდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 192 ათას 716 ლარია. მოედნები კიდევ 7 ქუჩაზე მოეწყობა.
1.ნიკეას ქუჩის მე-2 შესახვევი N9 კორპუსებს შორის
2. ზვიად გამსახურდიას გამზირი N9 კორპუსის უკან
3. ბუხაიძის ქუჩის მე-2 მიკრორაიონის N18 კორპუსთან
4. მაისურაძის ქუჩაზე N13 და N15 ბინებთან
5. დადიანის ქუჩა N 59
6. სულხან-საბას გამზირი, მე-8 ბაგა-ბაღის წინ
7. ჭიათურის ქუჩის N4 და N6 სახლების წინ
“მიმწოდებელი” ვალდებულია უზრუნველყოს ქალაქ ქუთაისში, მარტივი ტიპის სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები (7 ობიექტი), ხელშეკრულების დადებიდან 70 (სამოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
“მიმწოდებელი” ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში.
სატენდერო წინადადებების მიღება 27 მაისს იწყება და 1 ივნისს მთავრდება.