ქუთაისში მარტივი ტიპის სპორტული მოედნები მოეწყობა.
მოედნების მოსაწყობად სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად ქუთაისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. გარდა მოედნებისა იგეგმება გარე განათებების მოწყობა-რეაბილიტაცია (სულ 20 ობიექტი). ქუთაისში, მარტივი ტიპის სპორტული მოედნების და გარე განათების მოწყობა-რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის გამოყოფილი თანხა 3 ათასი ლარია. ტენდერში გამარჯვებულმა შესაბამისი დოკუმენტაცია მერიას ხელშეკრულების დადებიდან 14 კალენდარულ დღეში უნდა მიაწოდოს. სატენდერო წინადადებების მიღება 28 მარტს დაიწყო და 30 მარტს დასრულდება.