წყალტუბოში სათადარიგო სტადიონის ტრიბუნის მოსწყობისათვის
სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედაგენად ტენდერი ისევ თავიდან გამოცხადდა. ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის მიმდებარედ
არსებულ სათადარიგო სტადიონის აღმოსავლეთ მხარეს მაყურებელთა ტრიბუნია უნდა მოეწყოს. განთავსდეს 500 სკამი, მათ შორის გადახურული ლოჟა – 50 სკამით. შესაბამისი სამუშაოების განსახორციელებლად საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა. ისევ თავიდან გამოაცხადა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კვლავ 2 ათასი ლარია. ტენდერში გამარჯვებულმა შესაბამისი დოკუმენტაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 კალენდარულ დღეში უნდა მოამზადოს.
სატენდერო წინადადებების მიღება 28 მარტიდან იწყება და 30 მარტს მთავრდება.
შეგასხენებთ, შ.პ.ს. “სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ” 2015 წელს წყალტუბოში ფიფას სტანდარტების ორვარსკვლავიანი სათადარიგო სტადიონის მშენებლობა დაასრულა.
7280 კვადრატული მეტრი ფართობის მოედანზე დაიგო, დაიხაზა და მოეწყო ხელოვნური საფარი, აშენდაგასახდელები, სველი წერტილები, დამხმარე ნაგებობები; სტადიონის მიმდებარედ მოეწყო ავტოსადგომი, დამონტჟდა განათების ბოძები.
პროექტი სახელმწიფო და მუნიციპალური ბიუჯეტებიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 2 მილიონი ლარი შეადგინა.