მწვრთნელებისა და წარმატებული სპორტსმენების შესახებ სატელევიზიო
გადაცემა მომზადდება. ქუთაისის მერიამ გადაცემის მოსამზადებლად ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო ღირებულება 7 ათასი ლარია. სულ 10 გადაცემა უნდა მომზადდეს. პროექტი ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. გადაცემებში ასახული უნდა იყოს ქუთაისის სპორტული სკოლების ისტორიისა და დღევანდელობის, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, მათ მიერ განხორციელებული აქტივობების, სპორტულ სკოლებში მოღვაწე მწვრთნელებისა და ახალგაზრდა წარმატებული სპორტსმენების სპორტული ბიოგრაფიები.
სატენდერო წინადადებების მიღება 30 მარტს დაიწყო და დღეს მთავრდება.