ქუთაისში მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლას
რეაბილიტაცია ჩაუტარდება. თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლის შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის ქუთაისის მერიამ ტენდერი გამოცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 13 ათასი ლარია. წინადადებების მიღება 17 მარტს იწყება და 21 მარტს მთავრდება. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ხელშეკრულების დადებიდან 45 (ორმოცდახუთ) კალენდარულ დღეში უნდა შეადგინოს.