ქუთაისში 2016 წლის სპორტული

მიღწევები შეაჯამეს. წარმატებულ სპორტსმენებს, მწვრთნელებს, გუნდებს პრიზები გაეაცათ. ნომინაციაში, წლის საუკეთესო გუნდი საკალათბურთო კლუბი “ქუთაისი 2010” დასახელდა გამარჯვებულად.

წლის წარმატებული გუნდის სტატუსი კი საფეხბურთო კლუბს “ტორპედო” ხვდა წილად, წარმატებული პორფესიული საქმიანობისთვის დააჯილდოვდა ჰოკეის ქალთა გუნდი “უქიმერიონი”.

ახალგაზრდებში წლის სპორტსმენი ზვიად პატარიძე გახდა, ხოლო მოზარდებში ბექა ლომთაძე.აღსანიშნავია, რომ 2016 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად, ქვეყნის მასშტაბით, ქუთაისელი ზვიად პატარიძე დასახელდა.

წლის მწვრთნელი მურთაზ ბებია გახდა, ხოლო წარმატებული მწვრთნელობისთვის ელგუჯა მარუაშვილი და კახაბერ ჩხეტიანი დააჯილდოვეს.

2016 წელს ქუთაისელმა სპორტსმენებმა სხვადასხვა სახეობაში 1106 მედალი მოიპოვეს. მათ შორის, 439 ოქრო, 305 ვერცხლი და 362 ბრინჯაო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *