“ტორპედო” აუქციონზე გაიყიდება.
ინფორმაციას გაზეთი “ლელო” და სპორტული ვებ-გვერდი Sportall.ge ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სპორტული გუნდის ფასი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ დაადგინა. ექსპერტიზამ “ტორპედო” 700 000 ლარად შეაფასა და სწორედ ეს იქნება აუქციონზე საწყისი ფასი.
გავრცელებული ინფორმაციით, საფეხბურთო კუბის”ტორპედო” შეძენა ბიზნესმენ ზაალ ჩაჩავას სურს, რომელიც ქუთაისში უფასო აკადემიის აშენებას გეგმავს და მზადაა კლუბი წლიურად 500 000 ლარით დააფინანსოს.
შეგახსენებთ, კლუბზე უარი ინვესტორებმა თქვეს. საფეხბურთო კუბს”ტორპედო ადგილობრივი თვითმმართველობაც აღარ აფინინასებს.”ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ეს გუნდი შეგვენახა. შეგვენახა ისეთ რთულ პირობებში, როდესაც ინვესტორმა უარი განაცხადა და დააბრუნა ის ქონება, რომელიც ჰქონდა წაღებული და ნამდვილად ხელებს ვერ გადავუგრეხდით ჩვენ – არა, ძალით უნდა გქონდეს ის, რაც არ გინდა. პრინციპში მან ჯარიმაც გადაიხადა შემდეგ. “ტოპრედო” ფონდიდან დაფინანსდება და მინდა გითხრათ ინფორმაცია, რომ ის რასაც “ტორპედო” იღებდა ბიუჯეტიდან, მილიონ ლარს, ფონდში ჩვენ აღარ ჩავრიცხავთ, სახელმწიფო ჩარიცხავს თანხას და “ტორპედო” მილიონს მიიღებს ქუთაისის ბიუჯეტის გვერდის ავლით”,- განაცხადა შოთა მურღულიამ 14 დეკემბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე.
რადიო” ძველი ქალაქი” განაგრძობს ამ თემაზე მუშაობას და დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ “ტორპედო”2016 წელს დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი გახდა.