საფეხბურთო კლუბი “ტორპედო”
ქუთაისის ბიუჯეტიდან აღარ დაფინანსედბა,- ამის შესახებ დღეს ქუთაისის მერმა ისაუბრა. “ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ეს გუნდი შეგვენახა. შეგვენახა ისეთ რთულ პირობებში, როდესაც ინვესტორმა უარი განაცხადა და დააბრუნა ის ქონება, რომელიც ჰქონდა წაღებული და ნამდვილად ხელებს ვერ გადავუგრეხდით ჩვენ – არა, ძალით უნდა გქონდეს ის, რაც არ გინდა. პრინციპში მან ჯარიმაც გადაიხადა შემდეგ. “ტოპრედო” ფონდიდან დაფინანსდება და მინდა გითხრათ ინფორმაცია, რომ ის რასაც “ტორპედო” იღებდა ბიუჯეტიდან, მილიონ ლარს, ფონდში ჩვენ აღარ ჩავრიცხავთ, სახელმწიფო ჩარიცხავს თანხას და “ტორპედო” მილიონს მიიღებს ქუთაისის ბიუჯეტის გვერდის ავლით”,- განაცხადა შოთა მურღულიამ.
შეგახსენებთ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან აღარ დაფინანსდება თეატრები. საერთო ჯამში, 3 მლნ ნახვერამდე თანხას შეადგენს. გამოთავისუფლებული თანხით ქუთაისში ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება.