ქუთაისში, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო.
საზეიმო ღონისძიებას ქუთაისის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ასევე გაიმართა კონცერტი.
ქალაქის მთავარი ნაძვის ხის შესაძენად მერიამ 146 ათასი ლარი დახარჯა. ტენდერი ღამის შოუს სტუდიამ მოიგო.
საახალწლო ღონისძიებებისთვის წელს, ქუთაისის მერია, ჯამში, დაახლოებით, 366 125 ლარს დახარჯავს.