29-30-31 დეკემბერს, 12 საათიდან ქუთაისში, ვერიკოს ბაღში, გაიმართება ხელნაკეთისა და ხალხური რეწვის იმერელ ოსტატთა მასშტაბური სამდღიანი გამოფენა-ბაზრობა.
ასამდე ოსტატი სამი დღის განმავლობაში შეენაცვლება ერთმანეთს და წარმოადგენენ თექის, ბატიკის, ტიხრული მინანქრის, სამკაულების, უზარელის, ნაქსოვისა და ნაქარგის, ღვინისა, გასტრონომიის, კოსმეტიკისა და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს.
გამოფენის პარალელურად, 29-30 დეკემბერს 13:00 საათიდან თეთრი ხიდისა და ვერიკოს ბაღის მიმდებარედ კონცერტებს გამართავენ ჯგუფები „თაიმი“ და „ქორალი“.
6 იანვარს, მართლმადიდებლური შობის აღსანიშნავად, უკვე ტრადიციად ქცეული ალილო, ქუთაისის გასტრონომიული ობიექტების მიერ საშობაო დელიკატესების გამოფენა-გაყიდვა და პირველად ღია სივრცეში, ქუთაისის ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის დიდი კონცერტი ცენტრალურ მოედანზე (უამინდობის შემთხვევაში შესაძლებელია მოხდეს კონცერტის თარიღის შეცვლა).