23 ნოემბერს, სასტუმრო ბაგრატში, განათლების განვითარების და განათლების ცენტრი (EDEC), აშშ-ის
საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, პროგრამის „ერთიანობა
მრავალფეროვნებაშია“ პრეზენტაციას გამართავს.

ღონისძიებას დაესწრებიან არასამთავრობო
ორგანიზაციების, მედიის, ადგილობრივი თვითმართველობის, რესურს ცენტრის, უმაღლესი და
პროფესიული სასწავლებლების, საჯარო სკოლების წარმომადგენლები, ახალგაზრდები, სტუდენტები,
ახალგაზრდული ცენტრის წევრები და სხვა დაინტერესებული პირები.

 

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ლიკა კილაძე და USAID – ის
პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ხელმძღვანელი ლაშა ჯუღელი სიტყვით წარდგებიან
აუდიტორიის წინაშე. განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC), აღმასრულებელი
დირექტორი ნათია ნამიჭეიშვილი სტუმრებს პროგრამის მიზნებს, ამოცანებსა და სამომავლო გეგმებს
გააცნობს. ღონისძიებაზე, ახალგაზრდული ცენტრის წევრები, აუდიტორიას თავიანთ წარმატებულ
ისტორიებს გაუზიარებენ.

 

5 წლიანი პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ემსახურება მოქალაქეთა სამოქალაქო
ინტეგრაციასა და ეკონომიკურ გაძლიერებას. მიზნად ისახავს უმცირესობების ჩართულობის გაზრდას საჯარო
პოლიტიკის ყველა საკითხში, სექტორთა თანამშრომლობის გზით მათი ეკონომიკური ინტეგრაციის
ხელშეწყობას და სოციალური, სამოქალაქო და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას უმცირესობასა და
უმრავლესობას შორის. პროგრამა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს სამოქალაქო იდენტობის
გაძლიერებასა და მოქალაქეთა ერთიანობის მრავალფეროვნებით გამოხატვაში.

პროექტი ხორციელდება USAID-ის პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელსაც
ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)
ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა განათლების განვითარების და დასაქმების
ცენტრი.

 

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *