ქუთაისში, თბილისის ქუჩა #37-ში უფასო ტანსაცმლის მაღაზია გაიხსნა.

იდეის ავტორი და განმხორციელებელი სამოქალაქო აქტივისტი მიშო მუმლაძეა.

 

31 დეკემბრამდე 12:00 საათიდან 17:00 საათამდე სახლი ღია იქნება ყველა მსურველისთვის.

 

,,ერთი კარგი ამბავიც მოვასწროთ ქუთაისში 2022 წელს.
გავახაროთ ადამიანები ახალ წლამდე.
უკრაინელი მოხალისეების დახმარებით სახლში გავხსენი უფასო ტანსაცმლის( და არამარტო).. მაღაზია თბილისის ქუჩა 37ში. ყველაფერი კოკროჭინად არის დალაგებული და ელოდება ახალ პატრონს.
ტანსაცმელი შეიძლება იმ კატეგორიას სჭირდებოდეს ვისაც სოციალურ ქსელთან არ აქვს წვდომა, ამიტომ ძალიან გთხოვთ პირადად უთხრად ადამიანებს ამ ამბის შესახებ და პოსტიც გავაზიაროთ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *