2022 წლის 22 დეკემბერს ქუთაისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრი „ჯადოსნური სამყარო“, წლის შემაჯამებელ ღონისძიებას გამართავს.
ღონისძიების მიზანია მოწვეულ სტუმრებთან ერთად წლის მნიშვნელოვანი მიღწევების შეჯამება და დასახული ამოცანების განხორციელების გზების განხილვა. ღონისძიებას ადგილობრივი თვითთმმართველობის, სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, საგანმანათლებლო, ადგილობრივი არასამთავრობო და ბიზნეს ორგანიზაციების წარომამდგენლები დაესწრებიან, ადამიანები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ზრუნავდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა კეთილდღეობაზე.
ღონისძიებას დღის ცენტრის აღსაზრდელები საახალწლო წარმოდგენით გაალამაზებენ და მოწვეულ სტუმრებს საახალწლო განწყობას შეუქმნიან.
დღის ბოლოს, ცენტრის აღსაზრდელებს გადაეცემათ საახალწლო საჩუქრები, რომლებიც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ თანამშრომლებმა, ორგანიზაციის მხარდაჭერით უზრუნველყვეს.