ქუთაისში, ავტობუსის გატაცების მცდელობის საქმეზე დაკავებული გაათავისუფლეს.

გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

 

ბრალდებული და მასთან ერთად მყოფი დაკავებული პირი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.

 

,,დაცვის მხარეს თავიდანვე ჰქონდა პოზიცია, რომ ეს არ იყო მიზანმიმართული დანაშაული და მიზნად არ ისახავდა, ავტობუსის მითვისებას, გატაცებას, ან მგზავრებისთვის საფრთხის შექმნას, თუმცა, ბუნებრივია, ზიანი მიადგა საზოგადოებრივ წესრიგს. ბრალდების მხარემ ნაწილობრივ გაიზიარა ჩვენი პოზიცია, შედგა საპროცესო შეთანხმება და ორივე დაკავებული გაათავისუფლეს. უშუალოდ საპროცესო შეთანხმების პირობებზე საუბრის უფლება მე, როგორც ადვოკატს, არ მაქვს, რადგან ეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პირად ინფორმაციას წარმოადგენს,’’-ამბობს ბრალდებულის ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე.

16 დეკემბერს, ქუთაისში ავტობუსის გატაცების ბრალდებით პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა. ჭავაჭავაძის გამზირზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის დროს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა კაცმა მძღოლის კუთვნილი ადგილი დაიკავა და ავტობუსი დაძრა. ის პოლიციამ მალევე დააკავა. დაკავებულის ადვოკატი, არჩილ ნიჟარაძე აცხადებდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიზანი ავტობუსის გატაცება არ ყოფილა. მისი თქმით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი კაცი ვერ აცნობიერებდა რას აკეთებდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *