ხონში მომხდარ მკვლელობის საქმეზე პოლიციამ 26 წლის კაცი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 დეკემბერს, ხონის მუნიციპალიტეტში, 33 წლის გიორგი ჩალაძეს ცივი იარაღით 2 ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
,,პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი, მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა – ნივთმტკიცებად ამოიღეს’’-ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ხონში, სამხედრო დასახლებაში, ბარბარობის დღესასწაულზე 33 წლის გიორგი ჩალაძე მოკლეს. სისხლიან დაპირისპირებას წინ სიტყვიერი და ფიზიკური კონფლიქტი უძღოდა.