ქუთაისის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრმა მონპლაზირის თაღთან, მოხალისეობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოფენა მოაწყო.

 

ორგანიზაციის წევრებმა ადგილზე მისულ ადამიანებს ორგანიზაციის შესახებ უამბეს, ისაუბრეს მოხალისეობის მნიშვნელობაზე და იმ შესაძლებლობებზე, რასაც ახალგაზრდებს მოხალისეობა სთავაზობს. გარდა ამისა, გაიმართა ვიქტორინა, სტუდენტებმა და მოსწავლეებმა მოხალისეობის საკითხზე დასმულ კითხვებს უპასუხეს.

ორგანიზაციამ დაინტერესებულ პირებს ციფრული პლატფორმის volunteer.ge-ს შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. volunteer.ge საზოგადოებას საშუალებას აძლევს დარეგისტრირდეს მოხალისედ.

,,მსოფლიოში მოხალისეობრივი კულტურა დანერგილია და ამ მიმიმართულებით საქართველომაც წინ გადადგა ნაბიჯები. მოხალისეობა ნიშნავს საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმის კეთებას და საზოგადოებრივი პრობლემების გადაწყვეტას. უმნიშვნელოვანესია, რომ საზოგადოებამ და განსაკუთრებით ახალგაზრდობამ გაიაზროს რა სიკეთე მოაქვს მოაქვს მოხალისოებას და როგორ შეგვიძლია სამყარო უკეთესობისკენ შევცვალოთ,’’-ამბობს ქუთაისის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, სოფიო ფუტკარაძე.

,,ორი წელია მოხალისე ვარ. თავიდან არ ვიცოდი რა იყო მოხალისეობა, მაგრამ ვცადე. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ მოხალისეობა არა მარტო მოხალისეობრივ კულტურას გვასწავლის, არამედ პროფესიული სტაჟის, პიროვნული ზრდის შესანიშნავი შესაძლებლობაა,’’-ამბობს გვანცა მაჩიტიძე.

მოხალისეთა საერთაშორისო დღე 1985 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დააარსა. ამ დღესთან დაკავშირებულ აქციებში სხვადასხვა ქვეყანაში მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *