შრომითი მიგრაცია საქართველოს წინაშე მდგარი ერთ-ერთ მთავარი გამოწვევაა,

 

რომელიც წლებია ვერ დავძლიეთ. ბოლო 10 წელია საქართველოს მოქალაქეები ინტენსიურად ტოვებენ ქვეყანას და ოჯახების გადარჩენის მიზნით ემიგრაციაში მიდიან.

ქვეყნიდან წამსვლელთა და სხვა ქვეყანებში სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობამ ბოლო თვეების განმავლობაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. შსს-ს მონაცემებით, 2022 წლის ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით საქართველოს საზღვარი, ჯამში 789542-მა მოქალაქემ გადაკვეთა. ემიგრანტებს შორის არიან პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, სამინისტროების და მერიების ყოფილი თანამშრომლები და სხვა, ერთ დროს წარმატებული ადამიანები.

როგორია მათი ემიგრანტული ცხოვრება და აქვს თუ არა საქართველოს რესურსი შეაჩეროს შრომითი მიგრაცია? მოისმინეთ ჩვენი სიუჟეტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *