ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მამაკაცს დენმა დაარტყა.
შემთხვევა ჰიპერმარკეტების ქსელ “გორგიას” მიმდებარე ტერიტორიასთან, ელექტროენერგიის გამანაწილებელი ჯიხურის ეზოში რამდენიმე საათის წინ მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცს მობილური ტელეფონი ორმოში ჩაუვარდა, მის ამოსატანად ჩასულს კი დენმა დაარტყა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო ეკიპაჟი.
დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.