ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ბაღი 180 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი. ასევე, მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, სააღმზრდელო დაწესებულება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება. პროექტში გათვალისწინებულია შიდა და გარე სივრცეების, რეკრეაციული ზონების, კომუნიკაციების, სველი წერტილების კეთილმოწყობა. ბაღი ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. ახალ საბავშვო ბაღში ეწყობა სათამაშო და საძინებელი ოთახები, საპირფარეშო და ეზო.
სამუშაოებს შპს ,,სათავე+’’ ასრულებს.
პროექტის ღირებულება 2,901,818 ლარს შეადგენს. დონორი აზიის განვითარების ბანკია.
სამუშაოები 2023 წლის თებერვალში დასრულდება.