ქუთაისის მერია ახალ ნაძვის ხეს ყიდულობს.
მერიამ ამისთვის 155 000 ლარი გამოყო.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია შესყიდვის ობიექტი ქალაქს 2022 წლის 10 დეკემბრამდე მიაწოდოს.
ტექნიკურ მახასიათებლებში მითითებულია, რომ ნაძვის ხის სიმაღლე უნდა იყოს 16 მეტრი და გააჩნდეს კონუსის ფორმა.