12 ოქტომბერს, ქუთაისის ,,ქალთა კლუბის’’ 15 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე ორგანიზაციის მიერ 15 წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები შეაჯამეს და ფილმის სახით აჩვენეს. ფილმის სახით იყო ასევე წარმოდგენილი ,,ქალთა კლუბის’’ 2021-2022 საანგარიშო წლების საქმიანობა. 2021-2022 წლები ,,ქალთა კლუბმა’’ ნატოსა და ევროკავშირის წლად გამოაცხადა და კლუბს ერთი წლის განმავლობაში ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი მარიკა ვაჭარაძე ხელმძღვანელობდა. ყოველ წელს ორგანიზაცია საზოგადოებას ახალ მიმართულებას სთავაზობს და კლუბს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. მომდევნო წელი ეკონომიკური გაძლიერების წლად არის გამოცხადებული და ,,ქალთა კლუბს’’ ჟანა ბაბუნაშვილი უხელმძღვანელებს.
,,დღეს ქალთა კლუნის 15 წლის იუბილეა. 15 წელი არ არის ბევრი, მაგრამ არცისე ცოტაა. Ამ ხნის განმავლოვაში ჩვენ შევძელით განგვეხორციელებინა სხვადასხვა ღონისძიება საგანმანათლებლო, შემეცნებითი, საქველმოქმედო, კულტურული, გარემოსდაცვითი და სხვა მიმართულებით. მადლობა კლუბის თოთოეულ თავმჯდომარეს და თითოეულ წევრს, რომლებმაც თავიანთი პროფესიონალიზმით და საქმიანობით კლუბს ბევრი რამ შეჰმატეს,’’-ამბობს ,,ქალთა კლუბის’’ პრეზიდენტი მაკა ხეცურიანი.
,,კიდევ ერთხელ შევაჯამეთ ,,ქალთა კლუბის’’ ერთი წელი, რომლის განმავლობაშიც კლუბს მე ვხელმძღვანელობდი. თვალი გადავავლეთ განხორციელებულ აქტივობებს, პარალელურად გვაქვს 15 წლის იუბილის ღონისძიება,’’-ამბობს ,,ქალთა კლუბის’’ თავმჯდომარე 2021-2022 წლებში მარიკა ვაჭარაძე.
საღამოს მუსიკალურად აფორმებდა მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის მე-3 სამუსიკო სკოლის გუნდი. ღონისძიებაზე წარმოადგინეს კლუბის ახალი წევრები, ასევე, საპატიო წევრები.
,,დღეს ქალთა კლუბისთის დიდი დღესასწაულია. 15 წელი საკმარისია იმისთვის, რომ ორგანიზაციამ მძლავრი კონტრიბუცია დადოს. ჩემთვის, როგორც დამფუძნებლისთვის, მნიშვნელოვანი იყო კლუბში ახალი სეგმენტის – ართ ქლაბის დამატება, რომელმაც ხელი შეუწყო სახელოვნებო სივრცეში სხვადასხვა სოციალური ფენების ინტეგრირებას. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ბევრი წლის განმავლობაში განვახორციელებთ მნიშვნელოვან აქტივობებს ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქალაქისთვის,’’-ამბობს ორგანიზაციის დამფუძნებელი ნანა დოღონაძე.
ასოციაციასთან ,,ქალები რეგიონების განვითარებისთვის’’ არსებული ქალთა კლუბები გარდა ქუთაისისა, ბათუმსა და ზუგდიდშიც ფუნქციონირებენ.