მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, ოჯახში ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით 5 827 შემაკავებელი ორდერი გაიცა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემებშია ასახული, მსხვერპლი ქალის რაოდენობა 4 574-ს შეადგენს, მსხვერპლი კაცის კი 887-ს. უწყების ცნობით, მოძალადე კაცი 4 329, მოძალადე ქალი კი 805-ია.
რაც შეეხება ძალადობის სახეებს, სამინისტროს ინფორმაციით, ამავე პერიოდში, ქვეყანაში ფიზიკური ძალადობის 146, ფსიქოლოგიურის – 5 382, ეკონომიკურის – 119, სექსუალურის – 24, იძულების 45 და უგულებელყოფის 31 ფაქტი გამოვლინდა.