წყალტუბოს რაიონის სოფელ ზედა მესხეთში, ოჯახის წევრებს შორის დაპირისპირება დაჭრით დასრულდა.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
დაპირისპირება მამა-შვილს შორის დაიწყო, რის შედეგადაც მამამ სანადირო თოფიდან გაისროლა და ტყვია მეორე შვილს მოხვდა.
ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
65 წლამდე მამაკაცი დაკავებულია. Მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.