14 ივლისს, ქუთაისის, ბათუმის და ზუგდიდის ქალთა კლუბების ინიციატივით, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საჯარო შეხვედრა გაიმართა სახელწოდებით, ,,ერთად ფემიციდის წინააღმდეგ’’.
შეხვედრაზე დასწრება ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების, შსს-ის, სახალხო დამცველის, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმოამდგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. მოეწყო პანელური დისკუსია. შეხვედრის მონაწილეებმა ფემიციდის შემცირების გზებზე და განსახორციელებლ ღონისძიებებზე ისაუბრეს.
,,შევჯერდით და ჩამოვყალიბდით იმის შესახებ, რომ გვჭირდება იმისთვის, რომ ფემიციდის ფაქტები შემცირდეს. Ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამ თემის ირგვლივ საზოგადოების ინფორმირებაა. ჩვენ სხვადასხვა ფოკუს ჯგუფთან გვექნება შეხვედრები, ტრენინგები, დისკუსიები, იმისთვის, რომ მეტი ადამიანი იყოს ინფორმირებული ფემიციდის შესახებ. ჩვენ ერთობლივი რესურსებით გავაგრძელებთ მუშაობას. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებებში ჩართული იქნება რა მარტო საჯრო უწყებები, არამედ კერძო ბიზნესიც. ყველა რგოლმა თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ფემიციდს ფაქტების შემცირებაში,’’-ამბობს ასოციაციასთან ,,ქალები რეგიონების განვიტარებისთვის’’ არსებული ,,ქალთა კლუბის’’ პრეზიდენტი, მაკა ხეცურიანი.
საქართველოში ფემიციდის სტატისტიკა მზარდია. 2020 წელს საქართველოში ფემიციდს 27, ხოლო 2021 წელს 32 ქალი ემსხვერპლა. რაც შეეხება, 2022 წელს, 6 თვის მონაცემებით, ამ მაჩვენებლმა 23-ს მიაღწია.