ქუთაისში, ნიკეაზე არსებულ სოციალურ საცხოვრისში, არასათანადო პირობებია.
90-მდე ოჯახი უკვე მეხუთე წელია გაუსაძლის მდგომარეობაში ცხოვრობს. შენობა ავარიულია, გარდა ამისა, იკვეთება სხვა არაერთი პრობლემა.
სახალხო დამცველის მიერ 5 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ იქ არსებული პირობები მინიმალურადაც ვერ აკმაყოფილებს სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლებას. ომბუცმენი ქუთაისის მერიას მოუწოდებს, მაქსიმალურად დაჩქარებული წესით განიხილოს ყოფილი კავშირგაბმულობის შენობაში მცხოვრები უსახლკარო და სოციალურად დაუცველი ოჯახების სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციის საკითხი, რაც მოცემულ შემთხვევაში ობიექტიდან მათ განსახლებას და ადამიანის ღირსების შესაბამისი ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას გულისხმობს.
როგორია მერიის პასუხი და რა ბედი ელით იქ მცხოვრებ ოჯახებს, რომლებიც წლებია თავიანთ პრობლემებზე საუბრობენ?
მოისმინეთ ჩვენი სიუჟეტი.