სასწრაფო დახმარების ყოფილი ხელმძღვანელი მაია რუხაძე, სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, ყოფილ თანამშრომლებს გვერდით დგომისთვის მადლობას უხდის.
მისი თქმით, რთულია საჯარო სამსახურში დასაქმებულმა პროტესტი ღიად გამოხატოს, ამიტომ სასწრაფო დახმარების ექიმების საპროტესტო აქცია დასაფასებელია.
,, მადლობა მინდა გადავუხადო მათ თავისუფლების და სამართლიანობის სიყვარულისთვის, გამბედაობისთვის, რომელიც შეიძლება მათ ჩემზე მეტი დოზით აღმოაჩნდათ, ყველამ კარგად ვიცით, რა ფასი ადევს დღევანდელ საქართველოში იმას, საჯარო სამსახურში დასაქმებულმა ადამიანებმა, უთხრან ზემდგომებს რომ ისინი ცდებიან. ეს ერთადერთი ბრძოლაა, რომელიც თქვენ წამოიწყეთ და მე არ და ვერ გამოგყევით, რისთვისაც გიხდით ბოდიშს, მაგრამ მე დიდი იმედი მაქვს სწორად გაიგებთ, მაქვს და მქონდა უდიდესი სურვილი თქვენთან ერთად ბრძოლის და შრომის, სიამოვნებაა იყო თქვენი მეგობარი და ხელმძღვანელი, საბედნიეროდ მეგობრის სტატუსს ვერავინ წამართმევს და ნებითაც არასდროს დავთმობ, მაგრამ მეორე მხრივ მე არასდროს ვიბრძოლებ იმისთვის , რომ დავრჩე მათ ქვეშემრდომად, ან ვემსახურო მათ, ვინც ვერ დაინახა ჩემი, თქვენი და ჩვენი თერთმეტწლიანი შრომა, ვერ დააფასა ჩვენი განვლილი გზა და ასე უპატივცემულოდ და უნიჭოდ მოისროლა სანაგვეზე ადამიანი, რომელიც ყველა კრიტიკულ სიტუაციაში იყო მათი საყრდენი. ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბოლო დღეებში, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, მხარდაჭერისთვის, ჩემს ჩვიდმეტწლიანი გამოცდილების ოჯახს, კლინიკას სადაც ადამიანური რესურსი მნიშვნელოვანია, სადაც კარგად დავინახე და ვისწავლე ის რის გამოც დღეს თქვენი ამხელა სიყვარული დავიმსახურე, მადლობა მათ ასევე იმისთვის, რომ მათი დახმარებით ისევ შევძლებ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანს, რომ დაგეხმაროთ თქვენ, რომ მომავალში კიდე უფრო მეტი იყოთ ისეთები, რომლებიც ამ დღეებში დაუზარლად მწერდით ისტორიებს, გადარჩენილ სიცოცხლეებზე და ბოლოს მინდა მივმართო ჩემს შემცდარ მეგობრებს, მათ ვისაც დღეს ქვეყნის ბედი აბარიათ, მმართველობაში , ათკაციან დაწესებულებას მართავ , თუ მთელ ქვეყანას არ იცვლება ერთი, ვერაფერს გახდებით ვერასდროს თუ იფიქრებთ რომ თქვენ მხოლოდ მათი ხელისუფალნი ხართ ვინც ან თქვენ გირჩევთ ,ან მოსწონხართ, არც ერთი თანამდებობა და არანაირი სტატუსი არ დგას თავისუფლებაზე მაღლა, ქვეყანას აშენებენ პატიოსანი, შრომისმოყვარე და განათლებული ადამიანები, რომელსაც ვერავინ ვერასდროს გადააქცევს მონად,”-წერს მაია რუხაძე სოციალურ ქსელში.
უცნობია, რა მიზეზით გაუშვეს მაია რუხაძე სამსახურიდან.
6 ივლისს, ქუთაისში, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ხელმძღვანელის გათავისუფლება გააპროტესტეს.