სამოქალაქო აქტივისტი ქუთაისიდან, ზაალ კუხიანიძე უკრაინაში მოხალისედ მიდის.

ზაალ კუხიანიძის თქმით, ის მზადაა უკრაინაში ქუთაისის სახელი ჩაიტანოს და ქართველების სოლიდარობა უკრაინელ ხალხს კიდევ ერთხელ დაანახოს.

,,მივდივარ, რათა დავიცვა უკრაინის თავისუფლება და ტერიტორიული მთლიანობა. ცივილიზებული სამყაროს ბრძოლის ხაზი დღეს უკრაინაზე გადის. ჩემი ძმა 14 წელია ოდესაში ცხოვრობს. ომი რომ დაიწყო, ცოლ-შვილი სხვა ქვეყანაში გადაიყვანა და თავად ოდესაში დაბრუნდა. ის უკრაინელების გვერდით იბრძვის. მინდა ჩემს ძმას გვერდით დავუდგე. მინდა უკრაინელ ხალხს დავანახო, რომ ისინი ჩვენი მოძმე ერი არიან და მათ გვერდით ვდგავართ. მინდა ქუთაისის სახელი უკრაინაში ჩავიტანო. 12 მარტს პოლონეთში გავფრინდები, იქედან უკრაინის საზღვართან მივალ, სადაც ჰუმანიტარული ჯგუფი დამხვდება და კონკრეტულ საქმეზე გამანაწილებენ. ვნახოთ რა საქმის გაკეთება მომიწევს,’’-ამბობს ზაალ კუხიანიძე.

ის ამბობს, რომ აქამდე საბრძოლო გამოცდილება არ ჰქონია, თუმცა მზადაა იარაღი ხელში აიღოს და უკრაინელ ხალხს დახმარება ამ ფორმით გაუწიოს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *