ქალთა ფონდის ,,სოხუმი’’ ორგანიზებით, ქუთაისში აქცია ,,სოლიდარობა უკრაინელ დედებს და ბავშვებს’’ გაიმართა.
აქციას ფონდ ,,სოხუმის’’ სხვადასხვა მუნიციპალიტის წარმომადგენლები, სამოქალქო აქტივისტები და ახალგაზრდები შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ უკრაინელ ხალხს და გამოთქვამენ სურვილს, რომ უკრაინაში ომი მალე დასრულდეს.
,,ჩვენი ორგანიზაციის სახელმწოდებიდანაც ჩანს ვინ ვართ და რატომ ვდგავართ აქ. ფონდი ,,სოხუმი’’ აფხაზეთიდან დევნილმა ქალებმა დააარსეს. ჩვენ ვიცით რას ნიშნავს ომი, ყველამ გამოვიარეთ ეს საშინელება და გულგრილი ვერ დავრჩებოდით იმ მოვლენების მიმართ, რაც უკრაინაში ხდება. Ჩვენი სურვილია მშვიდობა. გვინდა მალე დასრულდეს ეს საშინელი დღეები უკრაინაში,’’-აცხადებს ფონდ ,,სოხუმის’’ საინფორმაციო სექტორის ხელმძღვანელი ლალი შენგელია.
,,ფონდ ,,სოხუმის’’ სახელით მზად ვართ არა მხოლოდ სიტყვით, არა მხოლოდ მორალური მხარდაჭერით, ჰუმანიტარული ტვირთით და ფინანსური დახმარებით, გვერდით დავუდგეთ უკრაინელ დედებს და ბავშვებს. Ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ვიზრუნოთ გმირი ერის დედებისთვის და გმირი ხალხის ღირსეული მომავლისთვის. მშვიდობა უკრაინას და მშვიდობა საქართველოს,’’-ამბობს ფონდ ,,სოხუმის’’ თბილისის ოფისის ხელმძღვანელი, ეკატერინე გამახარია.
8 მარტს ქალთა სოლიდარობის აქცია, ფონდ „სოხუმის“ ტრადიციაა, რომელიც ქალთა უფლებების დაცვის კვირულში იმართება.
ქალთა ფონდ „სოხუმის“თანამშრომელთა უმრავლესობა აფხაზეთიდანაა და 1992-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ , როცა ქართულ მოსახლეობას იძულებით დაატოვებინეს საკუთარი სახლები, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დევნილის (იძულებით გადაადგილებული პირის) სტატუსით ცხოვრობს.