აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი უკრაინაში ჰუმანიტარულ ტვირთი გაგზავნა.
ჰუმანიტარულ აქციაში ჩართული იყო უნივერსიტეტის პერსონალი, სტუდენტები და მოქალაქეები.
,,მთელი უნივერსიტეტი, ყველა სამსახური და ყველა ფაკულტეტი არის ჩართული აქციაში, ამ ყველაფერში ისინი თავიანთ გულს და სულს დებენ. აქ არ არის მხოლოდ ნივთი მოტანილი, ამ ყველაფერში გულია ჩადებული. ამაყი, ვარ , რომ უნივერსიტეტმა საქმე ასე მობილიზებულად გააკეთა. ყველა სამსახური იყო ერთსულოვანი. უნივერსიტეტმა გამოთქვა სურვილი დაეხმაროს ადამიანებს, რომლებიც დღეს თავიანთი ბრძოლით საქართველოს და ცივილიზებულ სამყაროს იცავენ.სოლიდარობა უკრაინელ ხალხს,”- ამბობს წერეთლის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, შალვა კირთაძე.
,,აქცია მომდევნო კვირაში გაგრძელდება. ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია ნივთები უნივერსიტეტში მოიტანოს. უკრაინელი ხალხის დახმარება მნიშვნელოვანია,”-ამბობს სტუდენტი ნია კენჭაძე.
ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება 28 თებერვალს დაიწყო და მომდევნო კვირაში გაგრძელდება.