ქალთა კლუბი  უკრაინაში გასაგზავნად ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვებას იწყებს.

 

,,ვფიქრობთ, ჩვენი მცირედი თანადგომაც მნიშვნელოვანია, მათ ომის მძიმე ტვირთი შევუმსუბუქოთ და კიდევ ერთხელ დავანახოთ ჩვენი გვერდით დგომა, თანადგომა და სიყვარული უკრაინელი ხალხის მიმართ.
მიუხედავად გაზაფხულის დადგომისა, უკრაინაში ძალიან ცივა. რამდენადაც ცნობილია რამდენიმე ქალაქს შუქი და გაზი გაუთიშეს. ასევე საჭიროებენ პირველად სამედიცინო ნივთებს, ტამპონებს, ტკივილამაყუჩებელ საშუალებებს. მნიშვნელოვანია არამალფუჭებადი საკვების, ფაფების, ბურღულეულის გაგზავნა. ბავშვებისთვის პამპერსები, ჰიგიენური საფენები, სათამაშოები,’’-ნათქვამია ქალთა კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგროვება მოხდება 10 მარტამდე.

ქუთაისში: რადიო “ძველი ქალაქის” ოფისში, გაპონოვის ქუჩა #30 (ყოფილი შავმიანის ქუჩა)

ბათუმში : დემეტრე თავდადებულის 47

ზუგდიდში: რუსთაველის გ 52

ნივთების მიტანა შეგიძლიათ ყოველ დღე დილის 11:00 საათიდან 17:00 საათამდე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *