იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კუპატაშვილთან
და ხარაგაულის მერ კობა ლურსმანაშვილთან ერთად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, უბედური შემთხვევის ადგილას იმყოფებიან.
შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამუშაოები მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობდა და ამ ეტაპზე ყველა სახის ღონისძიება უკვე დასრულებულია.
სოფელ ვერტყვიჭალაში, დროებითი სამშენებლო საამქროს კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ათი თანამშრომელი დაშავდა. მათ შორის არის, როგორც საქართველოს ასევე, ჩინეთის მოქალაქეები.
დაშავებულები გადაყვანილები არიან ზესტაფონის, ხაშურისა და თერჯოლის სამკურნალო დაწესებულებებში. ამ ეტაპზე არცერთის მდგომარეობა არ არის მძიმე.
შემთხვევის ადგილზე მთელი დღე მობილიზებული იყო სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.