საქართველოში ახალი წლის დადგომამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება.

 

 

 

ახალი წელი საზეიმო განწყობასთან, საახალწლო სუფრასთან და ნაძვის ხესთან ასოცირდება.

 

თუმცა, არიან ოჯახები, რომლებსაც ახალი წლის მოსვლა ნაკლებად ახარებთ, რადგან ძალიან უჭირთ და ახალ წელს ვერც საზეიმო სუფრით და ვერც ნაძვის ხით ხვდებიან.

 

წყალტუბოს რაიონში ერთ პატარა სახლში ორი ოჯახი ცხოვრობს. თათეიშვილები და ნუცუბიძეები დეიდაშვილები არიან. უკვე წლებია უმძიმეს პირობებში, ერთად უძლებენ.

 

ინგა თათეიშვილს 4, ხოლო მის დეიდაშვილს 5 შვილი ჰყავს. 16 სულიანი ოჯახი 40 კვადრატ სახლში მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს. Ამ პირობებში ოჯახის წევრებმა არ იციან როგორ და რით შეხვდებიან ახალ წელს.

 

ვრცლად მოისმინეთ სიუჟეტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *